გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციას - გააუქმეთ გეოლოგიის დეპარტამენტი, ჯართში ჩააბარეთ მეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი, მოსპეთ ყველაფერი, რაზეც ხელი მიგიწვდათ და ახლა თქვენ ითხოვთ აქ დამნაშავის ძიებას

„გააუქმეთ გეოლოგიის დეპარტამენტი, უდიდესი ტრადიციების მქონე ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, ჯართში ჩააბარეთ მეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი, მოსპეთ ყველაფერი, რაზეც ხელი მიგიწვდათ და ახლა თქვენ ითხოვთ აქ დამნაშავის ძიებას, - ასე მიმართა ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

მან ინტერპელაციის კითხვის ადრესატს თინა ბოკუჩავას მიმართა და განაცხადა, რომ ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის პროექტში 27 კი არა, 32 მილიონია დასახარჯი.

დეპუტატის თქმით, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის პროექტს საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და საქართველოს მთავრობა თანადაფინანსების მიმართულებით.

„თქვენ რომ საკითხში გარკვევა გდომოდათ, სულ მცირე მაია ბითაძეს ჰკითხავდით რამეს, ან ბოლოს და ბოლოს მე მკითხავდით და იმას მაინც გაარკვევდით, რომ ბოლო 5 წელი იმ სააგენტოში ვიმუშავე, რომელიც ამ პროექტს ემსახურებოდა. ერთ რამეს გეტყვით, როცა ამ პროექტმა მუშაობა დაიწყო და როცა დაიწყო სააგენტოს აღორძინება, ყველაფერი პირწმინდად გაჩანაგებული და განადგურებული იყო. ასევე შევახსენებ საზოგადოებას, რომ გაჩანაგების, განადგურების მსახვრალი ხელი ამ მიმართულებას დაეტყო 2004 წლიდან, როცა პირდაპირი მნიშვნელობით გამოყარეს გეოლოგები თავისი სამსახურიდან და გააუქმეს გეოლოგიის დეპარტამენტი. მოსპეთ ყველაფერი რაზეც ხელი მიგიწვდათ იმ 9 წელიწადში. ახლა თქვენ უსვამთ კითხვებს მთავრობას და ითხოვთ აქ დამნაშავის ძიებას. თქვენს თავში თუ ჩაიხედავთ და ცოტა კრიტიკულად გადახედავთ თქვენი ხელისუფლების ზეობის ჟამს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ძალიან კარგი იქნება", - მიმართა გიორგი ცაგარეიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო