გლდანში, სადაც დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა

გლდანში, სადაც თბილისის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მამა, ტარიელ ეძგვერაძე აცხადებს, სამართალდამცავებმა მათ საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი გაჩხრიკეს, სადაც დაპირისპირება მოხდა.

"ეს ჩვენი ავტოფარეხია, საცხოვრებელ ფართად მაქვს გაფორმებული. აქ შიგნით მომხდარა ჩხუბი და შემდეგ გარეთ გამოსულან. მე არ შევსწრებივარ.

სამართალდამცავებმა გატეხილი ტელევიზორი წაიღეს, "კოკა-კოლის" ბოთლი, დახეული მაისური, მეტი არაფერი", - განაცხადა ტარიელ ეძგვერაძემ.

ინფორმაციისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა.

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო