პრემიერი - ჩემმა მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია", რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი გრძელვადიანი პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტია - ჩვენ მრავალმხრივი პროგრესისკენ ვისწრაფვით

ჩემმა მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია", რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი გრძელვადიანი პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის მოიცავს რეფორმების ყოვლისმომცველ კომპლექტს, რომელიც ისეთ სფეროებს ეხება, როგორიცაა ეკონომიკა, სოციალური პროგრესი, ჯეროვანი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებების დაცვა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ჩარჩო დოკუმენტი 2030 წლამდე განხორციელდება.

"ჩვენ ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი პროგრესისკენ ვისწრაფვით და მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ასევე განათლებასა და სოციალურ კეთილდღეობაზე. განათლების ძლიერი სისტემების მნიშვნელობა არ შეიძლება გადაჭარბებულად იქნეს მიჩნეული, რადგან ის არის ძლიერი, აყვავებული და პროდუქტიული საზოგადოებების ქვაკუთხედი. განათლებისთვის საბიუჯეტო რესურსების გამოყოფით ვაუმჯობესებთ ციფრულ წიგნიერებას ამ მიმართულებით დიდი ნახტომის შესასრულებლად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება