საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის კომპონენტი დაასრულა

28 საპილოტო არეალში, სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით სარწყავი სისტემების მშენებლობა და აღდგენა მიმდინარეობს, მიწის ნაკვეთების სისტემური წესით რეგისტრაცია დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსოფლიო ბანკის მისიის შეფასებით, პროექტის ფარგლებში შექმნილი სისტემური რეგისტრაციის მეთოდოლოგია და ტექნოლოგიური გადაწყვეტები სამაგალითოა და საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს.

„აღნიშნული საპილოტო პროექტის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს მასშტაბური პროექტის – მთელს ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყებას, რომელიც სახელმწიფოს სახსრებით ფინანსდება და 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

სტუმრებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა მიმართა. მან ხაზი გაუსვა საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული პროექტის მნიშვნელობას როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების შემდგომი ზრდისათვის; დეტალური პრეზენტაცია კი, დამსწრე საზოგადოებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ გააცნო.

ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძემ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა იან ნიჯჰოფმა.

„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ღონისძიების ბოლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო