სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი გლდანში მომხდარი ინციდენტისას დაკავებულ ნიკა მელიას შეხვდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი გლდანში მომხდარ ინციდენტის დროს დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას შეხვდება და ინციდენტისას პოლიციელის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ გაესაუბრება.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.

„შეტყობინებაზე, რითაც სახალხო დამცველმა მოგვმართა, მოხდება რეაგირება და გამომძიებელი დაკავებულს შეხვდება“, - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის რწმუნებული გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას შეხვდა. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ერთ-ერთმა დაკავებულმა, ნიკანორ მელიამ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.

ინფორმაციისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო