ჯაბა სამუშიამ სვანეთის კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიკოს აკაკი კვიციანის დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია - „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები“ გაიმართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომელზეც ვრცლად ისაუბრეს სვანეთის ისტორიულ და კულტურულ ასპექტებზე, თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და პროფესორმა ზვიად კვიციანმა გახსნეს.

მათივე ცნობით, მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს აკაკი კვიციანის ღვაწლზე სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაში. ისაუბრეს სვანეთის მოსახლეობის ინტერდისციპლინარულ კვლევაზე, ჩვაბიანის ოთხთავზე, სვანეთის წერილობითი ძეგლების ლინგვისტურ ასპექტებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართა აკაკი კვიციანის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება.

კონფერენციის ორგანიზატორები თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს საპატრიარქოს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის