ბათუმში, 27 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“ აქცია-მსვლელობას გამართავს

27 სექტემბერს სოხუმის ქუჩაზე შევიკრიბებით და მსვლელობას გავმართავთ! ყველა, ვისთვისაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძვირფასია, შემოგვიერთდით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმი აფხაზი ძმებისთვის არჩევანის უნიკალური შესაძლებლობაა და აქციის ჩატარების ადგილად ამიტომაც შეირჩა.

„მოგეხსენებათ 27 სექტემბერს დავაანონსეთ აქცია სახელწოდებით "აფხაზეთი საქართველოა". ღრმად გვწამს, რომ უკრაინა და ცივილური სამყარო გაიმარჯვებს ომში, რომელიც საქართველოს ახალ შესაძლებლობებს მიცემს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, რაც ჩვენმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა კარგა ხნით ადრე იწინასწარმეტყველა.

გვჯერა, რომ ბათუმი აფხაზი ძმებისთვის არჩევანის უნიკალური შესაძლებლობაა, მაგალითი თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების უპირატესობისა. ამიტომაც შევარჩიეთ ბათუმი აქციის ჩატარების ადგილად!

სიმბოლურად, 27 სექტემბერს, 13:00 საათზე შევიკრიბებით სოხუმის ქუჩაზე და გავმართავთ მსვლელობას!

ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, შემოგვიერთდით, ჩვენ გპირდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით ენმ-ს შეგვიძლია უახლოეს მომავალში სლოგანი „აფხაზეთი საქართველოა“ რეალობად ვაქციოთ!“ - განაცხადა ლევან ანთაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“