სოფო ჯაფარიძე - რაც გუშინ ვიხილეთ, ხელისუფლების ბოლო ჟამია - ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ე.წ. ქურდულ სამყაროსა და პოლიციას სინქრონში ამუშავებს

რაც გუშინ ვიხილეთ, ხელისუფლების ბოლო ჟამია - ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ქურდულ სამყაროსა და პოლიციას სინქრონში ამუშავებს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. დღეს მხოლოდ ერთი დაგვრჩენია - უნდა შევცვალოთ ეს ყველა დონეზე დამპალი რეჟიმი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რაც გუშინ გლდანში მოხდა, ბელარუსიზაციისკენ მიმავალი გზაა.

„ეს არის ქვეყნის ბელარუსიზაციისკენ მიმავალი გზა - დიახ, ასე მხოლოდ ბელარუსსა და რუსეთში დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებსა და განსხვავებულ აზრს. მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად შეძლო და ქვეყანაში ქურდული სამყარო აღმოფხვრა, დღეს კი „ქართული ოცნების“ მხრიდან ისინი [„ქურდული სამყაროს“ წევრები] სრულად რეაბილიტირებულები არიან. გუშინდელი დღე ამის ამის ნათელი მაგალითია. ყველაზე ტრაგიკული კი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ქურდულ სამყაროსა და პოლიციას ამუშავებს სინქრონში ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. დღეს დაგვრჩენია მხოლოდ ერთი - უნდა შევცვალოთ ეს ყველა დონეზე დამპალი რეჟიმი. მათი შეცვლა შეგვიძლია პრინციპულობით, ერთობით და გამარჯვების რწმენით. გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს. ვიდგეთ ერთ მუშტად შეკრულები და აუცილებლად ძალიან მალე დავამარცხებთ ყველა დონეზე დამპალ სისტემას“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა. მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.

ამასთან, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის