საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის  კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მხრიდან კი საქართველოსთან აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, არზუ ნაგიევმა.

უწყების ცნობით, კომიტეტები მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ორი ერის კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი , მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტის წევრები და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის