დავით ქართველიშვილი - პრემიერმა შეახსენა მსოფლიოს, რომ ოკუპირებული საქართველო დღეს მსოფლიოს რამეს კი არ სთხოვს, პირიქით, თანამშრომლობას სთავაზობს

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გაერო-ს ასამბლეაზე გამოსვლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ამის შესახებ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრემიერმა შეახსენა მსოფლიოს, რომ თავის დროზე მოწინააღმდეგის ყოველგვარი სანქცირების და ასობით მილიარდობით დახმარების გარეშე მიტოვებული და ოკუპირებული საქართველო დღეს კი არ სთხოვს რამეს მსოფლიოს, პირიქით, სთავაზობს მას სათავისოდ გამოიყენოს ქვეყნის შესაძლებლობები.

„ვაცადე გასულიყო 24 საათი და ჩემი მოკლე კომენტარი გამეკეთებინა პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გამოსვლაზე გაეროს ასამბლეის წინაშე. ვაცადე, რათა ამერიდებინა დაბრალება, თითქოს ამ გამოსვლაზე რეაგირებით ვცდილობ გადამეფარა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც იყო: 157-კაციანი პარლამენტის პიკეტირება, ქალბატონ ყეინიშვილის ბიოგრაფიის განხილვა, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხი და ექსპერტ ხუხაშვილის ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.

დღეს ვეღარავინ დამაბრალებს ესოდენ მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო ისეთი ლიდერის მიმართვა მსოფლიოსადმი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ამიტომ, არ დადის კაბინეტ-კაბინეტ გაშლილი ხელით: არც იარაღს სთხოვს ვინმეს და არც ანგარიშის წარდგენას სთხოვს მას ვინმე აქამდე მიღებულ და დახარჯულ თანხებზე.

პრემიერმა შეახსენა მსოფლიოს, რომ თავის დროზე მოწინააღმდეგის ყოველგვარი სანქცირების და ასობით მილიარდობით დახმარების გარეშე მიტოვებული და ოკუპირებული საქართველო დღეს კი არ სთხოვს რამეს მსოფლიოს, პირიქით, სთავაზობს მას სათავისოდ გამოიყენოს ქვეყნის სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული, სატრანზიტო, ენერგეტიკული და საფინანსო "ჰაბების" შესაძლებლობები.

ეს შემოთავაზება გამომდინარეობდა ამაყი ქვეყნის ღირსებით აღსავსე ლიდერის მხრიდან, რომელმაც იცის საკუთარი სამშობლოს შესაძლებლობებიც და თავმოყვარეობის ცენზიც. წუწუნი, მათხოვრობა, საკუთარი დანაშაულის გადაფარვის მცდელობა გაერო-ს ასამბლეას ქართველი პრემიერის გუშინდელ 15-წუთიან გამოსვლაში არ მოუსმენია და ამ კუთხით ეს ალბათ იყო ერთ-ერთი გამორჩეული გამოსვლა გაეროს ფორუმზე“, - წერს ქართველიშვილი, რომლის განცხადებასაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო