თბილისის მერია - ვაშლოვანის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი ვიდეოგადაღების გამო, ვაშლოვანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაშლოვანის ქუჩაზე მოძრაობა 24 სექტემბრის 00:06-დან 18:00 საათამდე, პიერ კობახიძის ქუჩიდან ახვლედიანის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ პიერ კობახიძისა და ია ეკალაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო გიორგი ახვლედიანის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება რომან მიმინოშვილის ქუჩის საშუალებით”, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა