ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობა და მისი თავმჯდომარე აირჩია

ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობა და მისი თავმჯდომარე აირჩია. თავმჯდომარეობის გამარჯვებულმა კანდიდატმა, ეკატერინე ნანდოშვილმა 248 ხმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნები ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემის ელექტრონული პროგრამით ჩატარდა.

„თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნები ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემის ელექტრონული პროგრამით ჩატარდა. თავმჯდომარეობის გამარჯვებულმა კანდიდატმა, ეკატერინე ნანდოშვილმა 248 ხმა მიიღო. თავმჯდომარის, მოადგილის და გამგეობის წევრობის კანდიდატებმა კოლეგებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.

სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის" საერთო კრებაზე მისასალმებელ სიტყვაში იუსტიციის მინისტრმა ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ნოტარიუსების საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საერთო კრებაზე აღინიშნა 2021-2023 წლებში სისტემაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ, მათ შორის: ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის 70 წლამდე გაზრდა; სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალის გაფართოება; ბიუროების ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებზე; დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერება პარტნიორ ქვეყნებთან და სხვ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ ნოტარიუსთა პალატის კურატორი - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი, მინისტრის მოადგილეები და იუსტიციის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა