პროტესტანტები  მადლიერების დღეს ზეიმობენ

პროტესტანტები  მადლიერების დღეს ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ თემს მადლიერების დღეს ულოცავს.

ინფორმაციას ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დღეს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული თემი მადლიერების დღეს აღნიშნავს. ესაა სპეციალური დღე, როცა პროტესტანტები ღმერთის მიმართ მოსავლის გამო მადლიერებას გამოხატავენ. ამ დღეს შემოდგომაზე აღნიშნავენ და ტაძრებში შრომის ნაყოფი - ხილი, ბოსტნეული და პური მიაქვთ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ თემს მადლიერების დღეს ულოცავს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.