პაატა მანჯგალაძე - დამარცხებულია ჯაშუშების "ქართული ოცნება" - როცა ღალატის გზას ადგები, იმ წამიდან მარცხი გადაწყვეტილია

დამარცხებულია ჯაშუშების "ქართული ოცნება" რადგან როცა ღალატის გზას ადგები, იმ წამიდან მარცხი გადაწყვეტილია,- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმი დამარცხდება საქართველო კი გაიმარჯვებს

„რუსი ჯაშუში ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის არ შეწყვეტა არის წარმოუდგენელი აბსურდი იმ მოტივით, თითქოს საქართველოს მოქალაქეობის პირობებში უფრო დაისჯება. პირველი, აბსურდია იმიტომ, რომ დასჯის შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პირი არის თუ არა საქართველოს მოქალაქე, როცა ისეთი მძიმე დანაშაულის ჩადენაზეა საუბარი, როგორიც არის რუსეთის ჯაშუშობა - აგენტობა.

და მეორე, პრეზიდენტს მართლა სჯერა, რომ „ქართულ ოცნებაში" არსებული გაუშიფრავი მაღალი რანგის აგენტები დასჯიან გაშიფრულ თავიანთ კოლეგა რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს?

მე არ ვიცი, ვინ ურჩია ეს, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არის სიბრიყვე და პოლიტიკური მავნებლობა”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე, ასევე, გამოეხმაურა გლდანში მომხდარ ინციდენტს.

„ამასთან არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ოპოზიციონერებზე თავდასხმის ფაქტებს. ესეც რუსულია თავისი არსით და ბუნებით, რომ როცა სიმართლეს ვერ უპირისპირებ არგუმენტს, უნდა გადახვიდე ძალადობაზე და ამაში უნდა გამოიყენო კრიმინალთან სხვადასხვა ტიპის კონტაქტში მყოფი ადამიანები. ესეც სიბრიყვეა „ქართული ოცნების" მხრიდან, რადგან არავის გამოსვლია ქართველი ერის დაშინება თავისუფლებისა საქართველოს ერთიანობის გზაზე.

აქვე, ჩვენ როცა ვსაუბრობთ ძალადობაზე, არ მინდა გაგებული იქნას, თითქოს ჩვენ ვართ მსხვერპლი, მსხვერპლი არის რუსული რეჟიმი, დამარცხებული არის ჯაშუშების ქართული ოცნება რადგან როცა ღალატის გზას ადგები, იმ წამიდან მარცხი გადაწყვეტილია. რეჟიმი დამარცხდება! საქართველო გაიმარჯვებს და რაც ხდება ეს არის ხელისუფლების არა ძალის არამედ სისუსტის ნიშანი. მთავარია ახლა ჩვენ ვირწმუნოთ ჩვენი ერთიანობის და იმის, რომ გამარჯვება ახლოს არის! ", - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით