კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გაიხსნება

25 სექტემბერს აფხაზეთში ომის დასრულების 30 წელსა და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების 80 წელთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი იხსნება.

უნივერსიტეტის ცნობით, დარბაზის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი - კახაბერ კორძია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ლევან თევზაია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - გიორგი ჯინჭარაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - ლია გიგაური; იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი - გიორგი გაბედავა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე - ზვიად ბულისკერია.

ცერემონიას ასევე ესწრებიან ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, ღონისძიებას კი მოდერატორობას უწევს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა