საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2023-2024 აკადემიური წლის დაწყებას 25 სექტემბერს მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ღონისძიებას უნივერსიტეტი პირველკურსელთა ახალი, 101-ე ნაკადის მიღებასა და სტუდენტთა დახვედრას მიუძღვნის.

მათივე ცნობით, სტუდენტთა დახვედრის ღონისძიება - WELCOME TO GTU – 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ღია სივრცეში (მერაბ კოსტავას 77, სააკაძის მოედანთან) გაიმართება: სტუდენტთათვის მოეწყობა გასართობი სივრცეები; 19:00 საათიდან სტუ-ის მუსიკალური ჯგუფი - The Blackberries პირველკურსელებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის ყველა სტუდენტს დაუვიწყარ კონცერტს ცოცხალი შესრულებით მიუძღვნის. საკონცერტო პროგრამას კი სტუ-ის სტუდენტი, DJ ლაშა სულთანიშვილი გააგრძელებს და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციებს შესთავაზებს.

კონცერტის დაწყებამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, პირველკურსელთა 101-ე ნაკადს ცხოვრების ახალ გზაზე წარმატებებს უსურვებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი, 23:00 საათზე, საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის