გიორგი კონდახიშვილი - პოლიციელს ნაკბენი აქვსო, ხუმრობა მეგონა, უნდა დაადგინონ ვინ უკბინა, როდის უკბინეს - არცერთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს შემხებლობა ძალადობასა და პოლიციელზე თავდასხმასთან

პოლიციელს ნაკბენი აქვსო, უნდა დაადგინონ ვინ უკბინა, როდის უკბინეს, მანამდე ხომ არ უკბინეს ამ ადამიანს - არცერთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს არანაირი შემხებლობა ძალადობასთან, პოლიციელზე თავდასხმასთან ,- ამის შესახებ ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრების - ნიკა მელიას, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული.

მისივე თქმით, არავითარი ძალადობის ელემენტები არ იყო.

"მე, როგორც იურისტი, რომელიც მრავალი წელია ამ მიმართულებით ვმოღვაწეობ, მტკიცებულებების ფონზე, ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავ, რომ მათ რაიმე სახის, იოტისოდენა რისკი ჰქონდეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ. შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს პარალელურად გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით, ანუ, პოლიციელებზე თავდასხმის მუხლით, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ერთ-ერთ პოლიციელს ნაკბენი აქვსო, ეს თავიდან ხუმრობა მეგონა. უნდა დაადგინონ ვინ უკბინა, როდის, უკბინეს, მანამდე ხომ არ უკბინეს ამ ადამიანს, ამის შემდეგ უნდა გამოიკვეთოს ეს მოტივაცია. არცერთ ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს შემხებლობა ძალადობასთან, პოლიციელზე თავდასხმასთან.

არავითარი ძალადობის ელემენტები არ არის. ეს იყო მძიმე, დაძაბული სიტუაციის ფონზე პროვოცირებული ქმედება პოლიციის მიერ, რასაც მოჰყვა უკანონოდ მათი დაკავება, მრავალწუთიანი ვიდეო, სადაც ცდილობენ ნიკა მელიას და მისი თანმხლები პირების დაკავებას, გასაგებია, როდესაც უკანონოდ გაკავებენ, კონსტიტუციური უფლება გაქვს, რომ გაეცნო რატომ გაკავებენ და შემდეგ წინააღმდეგობა გაუწიო“,- აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრების - ნიკა მელიას, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო. დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა. მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას ეპიზოდს, შსს-ს ოფიციალური ცნობებით, ძალადობის ფაქტზე შესული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

შსს-ც ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

პარალელურად, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო