ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრი მიიღო

გერმანიის მოქალაქე, 36 წლის პიტერ გოცინგერი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ერთი წლის ჭრილში მემილიონე მგზავრი გახდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პიტერი ე.წ. სთრით ფუდის ბლოგერია, საქართველოში პირველად ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად და დაახლოებით 1 თვით დარჩენას გეგმავს.

ინფორმაციის თანახმად, 24 სექტემბერი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული დღეა.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა, არსებობის მანძილზე, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა.

,,ძვირფასო მგზავრებო, დღეს ისტორიის თანამონაწილე ხდებით. ამ ისტორიულ რეისზე, ერთ-ერთი თქვენგანი წელს, ქუთაისის აეროპორტისთვის მემილიონე მგზავრია“, - ასე შეხვდა Wizz Air-ის პილოტი ფრანკფურტში ბორტზე ასულ მგზავრებს.

„ისტორიულ რეისზე, სადაც მემილიონე მგზავრი იმყოფებოდა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ყველა მგზავრს, სპეციალურად მემილიონე სტუმრის ღონისძიებისთვის ბრენდირებული სამგზავრო ბალიშები დაურიგდათ, რომელზეც დატანილი QR კოდის დასკანერებისას, მოგზაური გაეცნობა ინფორმაციას, როგორც აეროპორტისთვის ამ მნიშვნელოვანი თარიღის, ასევე იმერეთის რეგიონისა და ქუთაისის ღირსშესანიშნაობების შესახებ.

ისტორიული რეისის თითოეულმა მგზავრმა ტერმინალში შემოსვლისას სპეციალური კონტენტით შექმნილი ეკრანების გვირაბი გაიარა, სადაც მოისმინეს ინფორმაცია როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის ისტორიული რეისის მნიშვნელობის, ასევე საქართველოს, იმერეთის რეგიონის სტუმარმასპინძლობის შესახებ. რეისის განსაკუთრებულ სტუმრებს საპასპორტო კონტროლის გავლისას მემილიონე მგზავრის ღონისძიებისთვის შექმნილი ბრენდირებით პეტრე ოცხელის ,,მფრინავი მღებავის“ პასპორტის ჩასადებები დაურიგდათ.

ღონისძიების მთავარი ნაწილი კი ბარგის გაცემის სივრცეში გაიმართა, სადაც მემილიონე მგზავრი გამოვლინდა: საბარგო ლენტზე სპეციალურად, მემილიონე მგზავრისთვის - გერმანელი პიტერ გოცინგერისთვის დაბრენდილი ჩემოდანი გამოჩნდა, რომელშიც აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სხვადასხვა საჩუქარი იდო. მათ შორის, სამოგზაურო ვაუჩერი ღია თარიღით, რომლის მეშვეობითაც, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებს მოგზაურობას. ასევე, სხვადასხვა ქართული წარმოების პროდუქტი და ავიაკომპანია Wizz Air-ის ვაუჩერი, ასევე, ნებისმიერი მიმართულებით. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა საგანგებოდ ამ დროს მრავალჟამიერი შეასრულა.

პიტერ გოცინგერი ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე, ერთი წლის ჭრილში მემილიონე მგზავრია. ისტორიულ მგზავრს ადგილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზეიმო ვითარებაში დახვდნენ, დახვდნენ.

მემილიონე მგზავრის მიღებასთან დაკავშირებით საღამოს 18:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერასაზე ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატური კორპუსის, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და აეროპორტის ვეტერანი თანამშრომლები, რომლებსაც ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის სახელით ავიაციის ისტორიაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის სპეციალური სიგელები და მედლები გადაეცემათ. ასევე, ტერასაზე გაიმართა აეროპორტის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, სადაც კომუნიკაციაში პირველად იქნება შემოტანილი ქუთაისის აეროპორტის 70 წლიანი ისტორია, რომ ქუთაისის აეროპორტი არის რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული სტუმრებისთვის ქართული მოგზაურობის საწყისი წერტილი, რომელიც ხელს უწყობს იმერეთის და დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ეს მრავალწლიანი ისტორიის მქონე აეროპორტი პირველად, წლის ჭრილში, მასპინძლობს მემილიონე მგზავრს და წლის ბოლომდე მილიონ ნახევარ მოგზაურს მოემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი