ირაკლი ქარქაშაძე - მილიონი მგზავრით ქუთაისის აეროპორტის ისტორიაში ახალი თავი იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მემილიონე მგზავრის მიღებასთან დაკავშირებით, აეროპორტის ტერასაზე ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და ქუთაისის აეროპორტის ვეტერანი თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე აეროპორტის, თითქმის, 70- წლიანი არსებობის განმავლობაში, ისტორიული მოვლენაა. პირველად, ერთი წლის ჭრილში ქუთაისის აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა.

„არსებობენ დიდი ქალაქები პატარა ისტორიებით და ქუთაისი, ავიაციის დიდი ისტორიით. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება, სწორედ ამ დიდ ისტორიას, განვლილ გზას და მომავალს ეძღვნება. დღეს, ამ აეროპორტის ისტორიაში ახალი თავი იწყება მილიონი მგზავრი - ეს მგზავრების ის რაოდენობაა, რომელსაც ჩვენ წელს უკვე მოვემსახურეთ და დავისახეთ მიზნად, რომ ამ რიცხვს არასოდეს ჩამოვცდეთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდა აეროპორტის 150 ვეტერანი თანამშრომელი, რომლებსაც ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის სახელით ავიაციის ისტორიაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის სპეციალური სიგელები და მედლები გადაეცემათ.

„ქუთაისის აეროპორტმა უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი მსოფლიო ავიაციის რუკაზე და ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესია. თუკი წლების წინ ავიაკომპანიებისათვის ახსნა გვიწევდა თუ სად მდებარეობდა ეს აეროპორტი, დღეს ვხედავთ მათი მხრიდან მზარდ ინტერესს და ფრენების სურვილს. სწორედ ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, wizz air-ი მალე აეროპორტში, წარმოდგენილი იქნება 4 ბაზირებული უახლესი ტიპის საჰაერო ხომალდით,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ღონისძიების დასასრულს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საიმიჯო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა.

„ვიდეორგოლის სლოგანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -მილიონობით მგზავრის მასპინძელი. კომუნიკაციაში პირველად იქნა შემოტანილი ქუთაისის აეროპორტის 70 -წლიანი ისტორია. ის, რომ ქუთაისის აეროპორტი არის რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და აეროპორტში ჩამოსული სტუმრებისთვის ქართული მოგზაურობის საწყისი წერტილი, რომელიც ხელს უწყობს იმერეთის და დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ამ მრავალწლიანი ისტორიის მქონე აეროპორტმა პირველად, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს უმასპინძლა და წლის ბოლომდე მილიონ ნახევარ მოგზაურს მოემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს