ებრაული თემი იომ-ქიფურის დღესასწაულს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა იუდეველს და განსაკუთრებით, საქართველოს ებრაულ თემს, იომ ქიფურს ულოცავს და მათ სულის სიმხნევეს, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„25 სექტემბერს იუდეველთათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, იომ-ქიფური აღინიშნება, ებრაელთა კალენდარში ყველაზე წმინდა დღე, როცა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ებრაელები ყოველგვარ საქმიანობას წყვეტენ და მარხულობენ.

იომ-ქიფური საყოველთაო შენდობისა და მიტევების დღეა. ებრაელთა რწმენით, ამ დღეს ღმერთი, გულწრფელი მონანიებისა და განწმენდის შემდეგ, ადამიანს ჩადენილი ცოდვებისგან ათავისუფლებს. მორწმუნეები ამ დღის უმეტეს ნაწილს სალოცავში, თორის კითხვასა და ლოცვაში ატარებენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა იუდეველს და განსაკუთრებით, საქართველოს ებრაულ თემს იომ ქიფურს ულოცავს. მათ სულის სიმხნევეს, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის