„აზიმუტი“ სოჭიდან თბილისის და მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას 9 ოქტომბრიდან იწყებს, სოჭიდან თბილისში კი - 11 ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ავიაკომპანიის ცნობით, სოჭი-თბილისი-სოჭის ავიარეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, მოსკოვი-ბათუმი მოსკოვის მიმართულებით კი ორშაბათს და ხუთშაბათს.

ცნობისათვის, ამჟამად „აზიმუტი“ ფრენებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის