გზავნილის კურსის აქცია „საქართველოს ბანკისგან“ - ისარგებლე განსკუთრებული შეთავაზებით

საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები შესთავაზოს - ამჯერად, ბანკი მომხმარებლებს გზავნილის კურსის აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, 18 სექტემბრიდან მათ გზავნილის განსაკუთრებული კურსით სარგებლობა შეუძლიათ,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, ის, ვინც გზავნილს „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში მიიღებს, ციფრული არხებით განაღდების ოპერაციის შესრულებისას, თანხის დაკონვერტირებას შეღავათიანი კურსით შეძლებს როგორც ლარში, ასევე დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში.

„ეს პირობა ვრცელდება „ვესტერნ იუნიონის“, „მანიგრამის“, „რიკოგრამის“, „კონტაქტის“, „ინტელექსპრესისა“ და „რიას“ გზავნილის სისტემებით მიღებულ გზავნილებზე. აღსანიშნავია, რომ გზავნილის აქციით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნიდან მიღებული გზავნილების შემთხვევაში, გარდა რუსეთისა.

აქცია ძალაშია 2023 წლის 18 სექტემბრიდან, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

„საქართველოს ბანკის“ მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დროულად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და მივაწოდოთ მათზე მორგებული შეთავაზებები. სწორედ ამ მიზნით, ბანკი მომხმარებლებს გზავნილის კურსის აქციას სთავაზობს. ის მომხმარებლები, რომლებიც ციფრული არხებით გაანაღდებენ გზავნილს, შეძლებენ საქართველოს ბანკის მობილბანკში განსაკუთრებული კურსით გადააკონვერტირონ თანხა, როგორც ლარში, ასევე დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში. ჩვენ არ ვჩერდებით, აქტიური რეჟიმით ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი