აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ზალცბურგის მე-19 ევროპულ სამიტში მონაწილეობს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ზალცბურგის მე-19 ევროპულ სამიტში მონაწილეობს, რომელიც ავსტრიის კანცლერის პატრონაჟითა და ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) ორგანიზებით მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ფორუმს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან ერთად, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ზაზა შავაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ზაურ ახვლედიანი ესწრებიან.

„სამიტამდე, დელეგაციის წევრებმა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის გენერალურ ასამბლეაზე, IRE-ს მიერ გაწეული საქმიანობის (მათ შორის ფინანსური) ანგარიში მოისმინეს.

მიტის გახსნამდე, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საინფორმაციო მასალებს აჭარის შესახებ, რომლებშიც უმაღლესი საბჭო წარმოდგენილია როგორც ღია მმართველობის თვალსაჩინო მაგალითი.

ევროპული სამიტის პირველ დღეს მთავარი მოხსენებით ავსტრიის კანცლერი - კარლ ნეჰამერი წარსდგა.

აჭარის დელეგაციის წევრები დაესწრებიან სხვადასხვა თემატურ სესიას, ასევე შეხვედრებს გამართავენ ევროპის ქვეყნების რეგიონულ და ფედერალურ ლიდერებთან.

ქართული დელეგაცია ზალცბურგში IRE-ს პრეზიდენტის, ფრანც შაუსბერგერის მიწვევით იმყოფება“, - აღნიშნულია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო