კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გაიხსნა

აფხაზეთში ომის დასრულების 30 წელსა და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების 80 წელთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გაიხსნა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის, გიორგი ფარეშიშვილის განცხადებით, მსგავსი ინიციატივები მომავალ თაობას შეახსენებს, თუ რამხელა მსხვერპლი გაიღეს სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლებისთვის ქართველმა მამულიშვილებმა.

„80 წელი სრულდება საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან და სწორედ ამიტომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადავწყვიტეთ, რომ ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გაგვეხსნა. ეს კიდევ ერთხელ შეახსენებს მომავალ თაობას, თუ რამხელა მსხვერპლი იქნა გაღებული სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლებისთვის. ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს და გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას დიდი ქართველი მამულიშვილის წინაშე”, - განაცხადა გიორგი ფარეშიშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა მისასალმებელია, რადგან მსგავსი პროექტები მხარს უჭერს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ტარდება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვესწრებით ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებულია ჟიული შარტავას სახელობის დარბაზის და აუდიტორიის გახსნასთან. ეს საყოველთაოდ მისასალმებელი ინიციატივაა, რამეთუ მსგავსი ინიციატივები ეხმარება და მხარს უჭერს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ტარდება, ასევე, უზრუნველყოფს, რომ სამშვიდობო პოლიტიკაში სრულყოფილად ახალგაზრდული და სტუდენტური საზოგადოება იყოს ჩართული.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ გაეროს მიერ დაწესებული მშვიდობის საერთაშორისო დღე აღვნიშნეთ, სადაც ხაზგასმული იყო ის მნიშვნელოვანი როლი, რა როლსაც ახალგაზრდები და სტუდენტები სამშვიდობო პოლიტიკაში თამაშობენ. კიდევ ერთხელ მინდა ამ ინიციატივისთვის მადლობა გადავუხადო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ყველა იმ სტუდენტს წარმატებები ვუსურვო, რომელიც განათლებას ამ დარბაზში მიიღებს”, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ამასთან, დარბაზის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი - კახაბერ კორძია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ლევან თევზაია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - გიორგი ჯინჭარაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - ლია გიგაური; იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი - გიორგი გაბედავა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე - ზვიად ბულისკერია.

ღონისძიებას კი მოდერატორობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი უწევდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო