საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქართველოში ლიეტუვის ელჩს და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანდრიუს კალინდრას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სტუ-ის რექტორს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ვიდას კავალიაუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი მარია სულაბერიძე.

„საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანდრიუს კალინდრასამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტს, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

როგორც ელჩმა შეხვედრისას აღნიშნა, მარია სულაბერიძემ ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მხოლოდ ამ კონკურსის შედეგების შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიდას კავალიაუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე სტუ-ის რექტორისა და ადმინისტრაციისთვის მარია სულაბერიძის წარდგენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და გამოხატა ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელისადმი სრული მხარდაჭერა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დაიგეგმა არაერთი ღონისძიება, რომელიც ახალი, 2023/2024 სასწავლო წლის მანძილზე გაიმართება, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე ლიეტუვაში.

ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელიც ერთადერთია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წელს დაარსდა. ცენტრის საქმიანობა ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორისა და ვილნიუსის ბიზნეს კოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიაუსკასის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს მიენიჭა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს