ამერიკის საელჩომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მაიკლ მენსფილდი ოფიციალურად წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ოფიციალურად წარუდგინა ინგლისური ენის ექსპერტი, მაიკლ მენსფილდი, რომელიც პროგრამის - „English Language Fellow“, ფარგლებში ერთ წელს უნივერსიტეტში იმუშავებს.

ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპერტს საელჩოს კულტურის ახალი ატაშე, ივენ კალისი და ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი, ლიკა გუმბერიძე ახლდნენ.

„ELF პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას ამერიკელ სპეციალისტების დახმარებით, რომლებიც უახლესი მეთოდოლოგიით შეასწავლიან ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარებს აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტსა, თუ სამეცნიერო საქმიანობაში.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გრუნის რექტორი - მამუკა თავხელიძე, რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე, ვიცე-რექტორი - გიორგი მირიანაშვილი და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი - მერი ლომია, ესწრებოდნენ, განიხილეს ენის ექსპერტის გრუნიში მუშაობის საკითხები. რექტორმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს დახმარებისათვის. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო გასულ სასწავლო წელს ამერიკელი მოხალისე პედაგოგის - ბრენდონ ჰარდინგის, საქმიანობა გრუნიში და იმედი გამოთქვა, რომ მაიკლ მენსფილდის დახმარებით უნივერსიტეტი კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს, რამაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს