არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვისაც გჯერათ, რომ კოტე ზარნაძე ძალადობაზე შეკვეთებს აძლევს ვინმეს, მაგ სიმართლით შეგიძლიათ მიხვიდეთ არჩევნებამდე - ძალიან ცუდი შედეგით დაასრულებთ

ნაციონალურ მოძრაობაში“ ვისაც გჯერათ, რომ კოტე ზარნაძე ძალადობაზე შეკვეთებს აძლევს ვინმეს, მაგ სიმართლით შეგიძლიათ არჩევნებამდე მიხვიდეთ - სინდისი გყოფნით და კოტე ზარნაძეს აბრალებთ იმას, რაც ჯერ გამოძიებას არ გაურკვევია?!- ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებას და შესაბამისმა სტრუქტურებს გლდანში მომხდარზე რეაგირება ჰქონდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი „პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ“.

„თვითონ იძიებენ, გამოაქვთ ვერდიქტი და თვითონ არჩევენ ადამიანებს, ვისაც უნდა მიუსაჯონ მსჯავრი და ამაზე ერთკვირიან სპეკულაციებს აგებენ. ისინი რომ რეალური პოლიტიკის სივრციდან გასული არიან და თავის პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ, ეს ვიცით, მაგრამ რეალობა უნდა ვნახოთ. რეალობა არის ის, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც ხელისუფლებამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა მოახდინეს რეაგირება, დააკავეს ადამიანები, გამოძიება დაწყებულია და გამოძიება ყველაფერს დააკავებს.

მინდა ვუპასუხო ასევე ჩვენს თანაგუნდელზე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრ კოტე ზარნაძეზე ბრალდებებს - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვისაც გჯერათ, რომ კოტე ზარნაძე ძალადობაზე შეკვეთებს აძლევს ვინმეს, მაგ სიმართლით შეგიძლიათ არჩევნებამდე მიხვიდეთ. სინამდვილეში, კარგად იცით, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მკვლელობებს უკვეთავდით, ადამიანებს აწამებდით სისტემურად, იბარებდით პროკურატურაში, ოჯახის წევრებს უპატიმრებდით, არაერთი საქმეა გახსნილი, რომ ანაკლიაში მოკლულები ჩაყარეთ, თქვენ სინდისი გყოფნით და კოტე ზარნაძეს აბრალებთ იმას, რაც ჯერ გამოძიებას არ გაურკვევია?! ეს ხალხი ხართ თქვენ, ასე გესმით კანონი და სამართალი და ამიტომ აგებთ უკვე მე -9 არჩევნებს. თუ ასე აპირებთ არჩევნებამდე მისვლას, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ცუდი შედეგით დაასრულებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო