ეროვნული ბანკი - კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, 0.47%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით ინფორმაციას აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, 226.32 მლნ ლარით (0.47%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და აგვისტოს ბოლოს 48.02 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 409.48 მლნ ლარით (1.57%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 183.15 მლნ ლარით (0.84%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.08%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.68 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.32%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.37 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.79%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.14%-ით მეტი).

2023 წლის აგვისტოს განმავლობაში 0.55%-ით, ანუ 139.22 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 25.53 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.07 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.60 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.37 პროცენტული პუნქტით).

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 48.06 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 276.96 მლნ ლარით, ანუ 0.58%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.97%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 934.94 მლნ ლარით, ანუ 5.11%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.41%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 657.98 მლნ ლარით, ანუ 2.23%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.79%-ით).

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 48.06 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 276.96 მლნ ლარით, ანუ 0.58%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.97%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 934.94 მლნ ლარით, ანუ 5.11%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.41%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 657.98 მლნ ლარით, ანუ 2.23%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.79%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 50.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.91 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.72 პროცენტული პუნქტით).

აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.91% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.52%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.55%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.31%, ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო