საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე თაობათა ცვლისადმი, პირველკურსელებისა და კურსდამთავრებულებისათვის, მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ბიზნესტექნოლოგიებზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რექტორი მიესალმა როგორც პირველკურსელებს, ასევე კურსდამთავრებულებს და წარმატება უსურვა მათ.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხური 2022/2-23 სასწავლო წელს 124-მა სტუდენტმა, აქედან 6-მა წითელ დიპლომზე დაასრულა.

სტუ-ის ბიზნესქეტნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ გასული სასწავლო წელი ფაკულტეტისათვის ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იყო.

„პირველ რიგში პირველკურსელებს ვულოცავ ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისს და წარმატებებს ვუსურვებ. იცოდეთ, ახალგაზრდებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და რჩება სტუდენტზე ორიენტირებული. თქვენ ჩვენთან მიიღებთ ევროპული სტანდარტის შესაბამის უმაღლეს განათლებას, გექნებათ ყველა შესაძლებლობა სწავლის დონე აიმაღლოთ საზღვარგარეთ, ნებისმიერ წარმატებულ უნივერსიტეტში. დღეს ფაკულტეტზე აღინიშნება არა მხოლოდ ახალი ნაკადის მიღების თარიღი, არამედ კურსდამთავრებულთა გაცილებაც. ეს არის თაობათა ცვლის ერთგვარი სურათი, სიმბოლო. წარმატებები მინდა ვუსურვო ახალგაზრდებს, რომელთაც ცოდნის მიღების ახალ, მეორე ეტაპს უნდა შეეჭიდონ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ისევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადაწყვიტა სწავლა“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი 7 წლისაა. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართალმემკვიდრეა, რომელიც თავის მხრივ ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართალმემკვიდრე იყო და ის სტუ-ში 1992 წელს დაარსდა. 7 წლის მანძილზე ბიზნესტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსი 1000-ზე მეტმა სტუდენტმა დაასრულა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება