BTU 7 წლისაა - განხორციელებული აქტივობები და ახალი პროექტების ანონსი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 7 წლისაა. დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან ერთად კურსდამთავრებულების გამოსაშვები წვეულება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის კორპორაციული და ტექნოლოგიური პარტნიორები, აკადემიური პერსონალი და კურსდამთავრებულები. საღამოს სიტყვით გამოვიდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადი, იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 515 სტუდენტმა დაამთავრა, 15 ყველაზე მაღალრეიტინგული კურსდამთავრებული კი გამოსაშვებ ღონისძიებაზე დაჯილდოვდა.

BTU 2016 წელს შეიქმნა. მას შემდეგ უნივერსიტეტში შექმნა 9 აკრედიტებული პროგრამა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. ესენია: საბაკალავრო საფეხურზე - ბიზნეს ადმინისტრირება (მენეჯმენტი), ბიზნეს ადმინისტრირება (ფინანსები), საინფორმაციო ტექნოლოგიები, ციფრული მარკეტინგი; სამაგისტრო საფეხურზე - საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა - DevOps, ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები; სადოქტორო საფეხურზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში. ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტში დაიწყება კიდევ ერთი საბაკალავრო პროგრამის - კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის განხორციელება.

უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ჩართულია უწყვეტი განათლების პროგრამაში, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა კურსდამთავრებული საჩუქრად 100%-იანი დაფინანსებით, მთელი ცხოვრების განმავლობაში გაივლის 300-ზე მეტი შეთავაზებული კურსიდან მისთვის სასურველს, ნებისმიერ დროს. ყველა კურსდამთავრებულს მოემსახურება კარიერული განვითარების ცენტრი, ტრენინგებითა და გადამზადებებით. მათ ასევე წვდომა ექნებათ კურსდამთავრებულთა ქსელთან.

ახალი სასწავლო წელი BTU-სთვის დიდი წარმატებით დაიწყო. 10 000-ზე მეტი მსურველი აბიტურიენტიდან 1010 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა საბაკალავრო საფეხურზე. 500-ზე მეტი მსურველიდან კი 225 სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.

უნივერსიტეტის მოწვეული და აკადემიური პერსონალი 300-ზე მეტი მაღალკვალიფიციური პროფესიონალისგან შედგება.

სტანდარტული სწავლების მეთოდების პარალელურად, უნივერსიტეტში აქტიურად არის დანერგილი ხელოვნური ინტელექტი. BTU AI აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: AI ლექტორი, AI წიგნების სერია, AI ცოდნის ბანკი, AI საგანმანათლებლო რესურსები, AI კვლევები, AI თვითგანახლებადი სტატიები, AI ტრენინგები, AI პოდკასტები, AI ეროვნული სტრატეგია.

BTU-ს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტექნოლოგიებში ქალების გაძლიერებაა. უნივერსიტეტში ხორციელდება WOMEN IN AI initiative. საერთო ჯამში ტექნოლოგიებში გადამზადებულია 1 800-ზე მეტი ქალი ბენეფიციარი. შეიქმნა კოდინგის სკოლა ქალებისთვის.

უნივერსიტეტში ასევე ხორციელდება პროექტები ბავშვებისთვის. სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელებულ პროექტებს შორისაა: JUNIOR TECH UNICEF-თან ერთად, APPLE პროგრამული ენის შემსწავლელი სკოლა. კიბერჰიგიენა ბავშვებისთვის და მშობლებისთვის, ციფრული წიგნიერების პროექტი, რობოტიკსი ბავშვებისთვის.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში. უნივერსიტეტში მიმდინარე და დასრულებული საერთაშორისო პროექტების რაოდენობაა 108. პროექტები მსხვილი საერთაშორისო კომპანიების პარტნიორობით ხორციელდება.

BTU-ს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს პროექტები როგორებიცაა:

  • Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი - European Energy Efficiency towards Mutually Reinforcing Partnership with Georgia, Azerbaijan and Ukraine (3E-Partnerships)
  • Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი - Boosting the role of HEIs in the industrial transformation towards the Industry 4.0 paradigm in Georgia and Ukraine (HEIn4)
  • ჟან მონეს მოდული - EU for Energy Security and Sustainable Development Policies
  • ჟან მონეს პროექტი - Promoting European Union's Cyber Education
  • Erasmus Mundus Design Measure პროექტი - Data Driven Digital Marketing
  • UNESCO IFAP - Promoting Information Literacy in Digital Environment among Women in Georgia

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორია 86 უცხოური უნივერსიტეტი. BTU-ში 91 გაცვლითი პროგრამა იყო შეთავაზებული სტუდენტებისთვის და პერსონალისთვის. გარდა ამისა, უნივერსიტეტს ასობით კორპორაციული და ტექნოლოგიური პარტნიორი ჰყავს.

BTU საგამომცემლო საქმიანობაშიც აქტიურად არის ჩართული. უკვე გამოცემულია შემდეგი წიგნები: გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპისკენ, ვენჩურული გარიგებები, ბაზრის სტრატეგიული მართვა და სხვ.

სასწავლო პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ლაბები, რომლებიც უნივერსიტეტში ფუნქციონირებს. ესენია: Microsoft ლაბი, iOS & Android ლაბი, ინდუსტრია 4.0 ლაბი, AI ლაბი, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბი, ბლოქჩეინ ლაბი, კიბერუსაფრთხოების ლაბი, მდგრადობის ლაბი. ლაბების ფარგლებში 80-ზე მეტი პროექტია განხორციელებული.

მალე უნივერსიტეტში ამოქმედდება B2B აქსელერატორი: სტარტაპებისთვის, მეცნიერებისთვის, გამომგონებლებისთვის, ინვესტორებისთვის, ინდუსტრიებისთვის. BTU-ს ორგანიზებით დაგეგმილია AI SUMMIT x Global Startup Foundation Forum-ის ჩატარება.

ახალ სასწავლო წელს განხორციელდება 100-ზე მეტი ინოვაციური პროექტი და ინიციატივა სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის, სტარტაპებისთვის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო