რელიგიის სააგენტოს აზერბაიჯანის კოლეგა ორგანიზაციის ხელმძღვანელი სტუმრობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, მუბარიზ გურბანლი იმყოფება.

მათივე ცნობით, ვიზისტის ფარგლებში, ის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა.

„შეხვედრაზე, რომელსაც კოლეგა-ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ, ორ სტრუქტურას შორის თანამშრომლობის ასპექტები, საქართველოში მუსლიმი თემისა და აზერბაიჯანში მართლმადიდებელი მრევლის რელიგიური უფლებების დაცვა, სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

27 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში",ერთობლივი ქართულ-აზერბაიჯანული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება თემაზე - „სახელმწიფოს როლი ინტერრელიგიურ დიალოგში",“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026