არჩილ თალაკვაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს - ქვეყნის წარმატებულ მომავალს კონკურენტული ცოდნით აღჭურვილი მოქალაქეები ქმნიან - დღეს თქვენი დღეა და წარმატებებს გისურვებთ! მეამაყება, რომ მეც ამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი!

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ღონისძიებას უკვე წლებია ვესწრები. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის და სტუდენტობის დაწყებას. სახელმწიფო დიდ ინვესტიციას აკეთებს განათლების სფეროში, რადგან ქვეყნის წარმატებულ მომავალს კონკურენტული ცოდნით აღჭურვილი მოქალაქეები ქმნიან - დღეს თქვენი დღეა და წარმატებებს გისურვებთ! მეამაყება, რომ მეც ამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი!, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე, მის ტრადიციებზე და მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. არჩილ თალაკვაძემ ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„თქვენ შემოდიხართ ჯანდაცვაში ძალიან რთულ დროს. როდესაც მსოფლიო და პროცესები არის უფრო მეტად აჩქარებული, ადამიანები სულ უფრო ფართოდ იყენებენ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და სამეცნიერო პროგრესს, როდესაც პაციენტებიც ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობენ. ამ დროში ცოდნის და ინფორმაციის ნაწილი ყოველ წუთს კარგავს ფასს, მაგრამ ახალი ცოდნა და ინფორმაცია იძენს წარმოუდგენელ ღირებულებას. მიხარია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი მიყვება ამ პროგრესს და მუდმივად აუმჯობესებს თავის თავს. რექტორი, ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ბევრს აკეთებენ, რომ უნივერსიტეტი წარმატებული იყოს. თქვენი არჩევანი, რომ ემსახუროთ ადამიანებს, დაიცვათ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე - ძალიან საპასუხისმგებლოა - წარმატებებს გისურვებთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიცე-სპიკერმა იმ ექიმების ღვაწლიც გაიხსენა, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში: "სამედიცინო უნივერსიტეტს ახსოვს არა მხოლოდ ბედნიერი და მხიარული დღეები, არამედ რთული დღეებიც - მინდა გავიხსენო ის ექიმები, რომლებმაც თავი შესწირეს თავის ქვეყანას, სამშობლოს და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. მათ გმირობის მაგალითი მისცეს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტუდენტებს მიმართა პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ.

„ეცადეთ რომ თქვენი ქმედება პირდაპირ ბმაში იყოს ქვეყნის ინტერესებთან. თქვენი ყოველი ნაბიჯი, წარმატებით დაგვირგვინებული, პატივისცემა იქნება თქვენი წარსულის და იქნება ახალი მოტივაცია თქვენს მიერ ახალი თაობის გაზრდისა. დღეს მე ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების სახელით ქმნის ყველა პირობას, რომ განათლების სისტემა იყოს პრიორიტეტული და წარმოჩინებული და რაც მთავარია, დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ხედავენ ამ პოტენციალის მიმტანად იმ სივრცისკენ, სადაც თავს იყრიან ღირსეული სუვერენული, დამოუკიდებელი და განათლებული საზოგადოებები და ქვეყნები", - განაცხადა ლადო კახაძემ.

საზეიმო ღონისძიების სტუმრებს ასევე მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის