სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ფართომასშტაბიანი კამპანია „ქართული ენა გვაერთიანებს" დაიწყო

საქართველოს ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლების საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მრავალკომპონენტიანი და ფართომასშტაბიანი კამპანია სახელწოდებით - „ქართული ენა გვაერთიანებს" დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანიის მთავარი მიზანია, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, არაქართულენოვანი მოსახლეობის სახელმწიფო ენის შესწავლის მნიშვნელობასა და არსებულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია.

„ „სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად" პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რომლის განხორციელება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინირებით მიმდინარეობს.

სახელმწიფო ენის შესწავლის მრავალფეროვანი შესაძლებლობები: სპეციალური პროგრამები და პროექტები განათლების ყველა საფეხურზე - როგორც სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი, ასევე ზრდასრულთა განათლების მიმართულებით, კამპანიის - „ქართული ენა გვაერთიანებს" ფარგლებში, წარმოდგენილია მასობრივი კომუნიკაციის თითოეული საშუალებით; მომზადდა ვიდეორგოლები, როგორც სატელევიზიო ასევე ციფრული ფორმატებისთვის, თბილისსა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში განთავსდა თემატური ბილბორდები, ბანერები და პოსტერები. ასევე, ადგილობრივ ტელევიზიებში განთავსდა ორენოვანი ვიდეორგოლები; მოსახლეობაში დარიგდება საინფორმაციო ბროშურები, როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024