22 სექტემბერს, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის Nexia Georgia-ს ტრენინგ ცენტრმა – „ნექსია აკადემიამ“ სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში ფინანსური ანგარიშგების მასშტაბური კონფერენცია გამართა.
ღონისძიებას 130-მდე მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა. “ნექსიას” მმართველმა პარტნიორებმა, ფინანსურმა და საგადასახადო ექსპერტეპმა მონაწილეებს ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება, მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები და პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები გაუზიარეს.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები, როგორებიცაა: „ფინანსური ანგარიშგების reportal-ზე წარდგენა“; „ფინანსური ანგარიშგების კოეფიციენტები“; „ფულადი ნაკადების ანგარიშგება“; „გრძელვადიანი მატერიალური აქტივების წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში და მასთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხები“; „ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა საგადასახადო საკითხები“ და „საგადასახადო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა“.
„ნექსია აკადემიის“ მენეჯერის, სალომე ზარიძის თქმით, კონფერენციის მთავარი მიზანი ბიზნესის მხარდაჭერა და ინფორმირებაა. „მოხარული ვართ, რომ ყოველწლიურად, ამდენ ადამიანს ვაძლევთ საშუალებას, მიიღონ კომპეტენტური პასუხები და რეკომენდაციები მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე დარგის პროფესიონალებისგან; ჩაერთონ დისკუსიებში საგადასახადო, ფინანსური მიმართულების პრობლემატურ საკითხებზე და განიხილონ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული სიახლეები“ - სალომე ზარიძე, Nexia Georgia Academy-ის მენეჯერი.
კონფერენცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და გამომსვლელებმა ამომწურავი პასუხები გასცეს აუდიტორიის შეკითხვებს.
შეხვედრის დასასრულს, ღონისძიების სტუმრებისთვის გათამაშდა საგზურები, „ნექსია აკადემიის“ ყველაზე მოთხოვნადი კურსების ვაუჩერები და სხვა საჩუქრები.
(R)