ირაკლი ეძგვერაძე - გამოძიებას არ ვენდობი, 50 კაციდან მხოლოდ ექვსია დაკავებული, შეიძლება ამ მასკარადში შევიდე? - თავდასხმა პაპუასური, ვანდალური აქტი იყო

გამოძიებას არ ვენდობი - ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა გულწრფელად ვილაპარაკო პირიქით შემომიტრიალდება ყველაფერი - 50 კაციდან მხოლოდ 6-ია დაკავებული, შეიძლება ამ მასკარადში შევიდე?, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ირაკლი ეძგვერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რა დროსაც მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა.

როგორც ეძგვერაძე აღნიშნავს, თავდამსხმელები ვერ იცნო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი იდენტიფიცირება კამერების საშუალებით შეუძლია.

„მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ყველაფერი ნათელია, ყველაფერი დღის შუქზეა გამოტანილი. წლამდე აქვთ ბრალი წაყენებული, როცა 50 კაცი მოვარდა. 30 კაცი შიგნით შემოვარდა, ყველაფერი დამილეწეს. ყველაფერი გატეხილია. „ნაციონალი“ მეძახეს მცირეწლოვანი შვილებთან ერთად... 50 კაციდან მხოლოდ 6-ია დაკავებული? ამას უნდა ვენდო? შეიძლება ამ მასკარადში შევიდე? ზუსტად ვიცი რაც არ უნდა ვთქვა, რაც არ უნდა სიმართლე ვილაპარაკო, რაც არ უნდა გულწრფელად ვილაპარაკო, პირიქით შემომიტრიალდება ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ეძგვერაძემ.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, ადამიანები, რომლებმაც მასზე ფიზიკურად იძალადეს, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კოტე ზარნაძის ყველა მითითებას ასრულებენ.

მისივე თქმით, თავდამსხმელები „გავეშებულად იქცეოდნენ“.

„თავის არეში მაქვს ძირითადად, სახეზეც დარტყმული. ბეჭებზეც. რა ვიცი, ვეგდეთ და წიხლებით... შეძახილები მესმოდა შენი „ნაციონალი“... გინება. თითქოს საარჩევნო კამპანია გახსნეს. ზუსტად ასე იქცეოდნენ. მელიას ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, მესამე პრეზიდენტს. დალეწეს ყველაფერი. ჩვენი გალახვა რომ არ იკმარეს, იმ სივრცეში, სადაც ჩემი ნივთები მაქვს, ყველაფერი დაანგრიეს და დალეწეს. პაპუასური, ვანდალური აქტი. მერე გარეთ იგინებოდნენ. არც მშობლებს მოერიდნენ. დედაჩემს ყველაფერი თავისი თვალით აყურებინეს. ჩემი მეგობრების მცირეწლოვან შვილებს“, - განაცხადა ეძგვერაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო