გიორგი ბოტკოველი - ზაქრო შუბითიძე მართლაც გამორჩეული ვაჟკაცი იყო, სწორედ ასეთ ადამიანებზე, ასეთ გმირებზე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა

ზაქრო შუბითიძე მართლაც გამორჩეული ვაჟკაცი იყო. სწორედ ასეთ ადამიანებზე, ასეთ გმირებზე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, სამაგალითო იქნება მისი თავდადება უკრაინისა და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბოტკოველი, პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ზაქარია შუბითიძე ჩამოასვენეს. მათ დაღუპულის ხსოვნას პატივი მიაგეს.

„კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი დაუბრუნდა თავის ქვეყანას. ზაქრო შუბითიძე მართლაც გამორჩეული ვაჟკაცი იყო. ძალიან ბევრი ისაუბრეს მისმა მეგობრებმა, მისმა თანამებრძოლებმა მის თავგანწირვაზე. სწორედ ასეთ ადამიანებზე, ასეთ გმირებზე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, სამაგალითო იქნება მისი თავდადება უკრაინისა და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. მინდა მივუსამძიმრო ყველა ლაგოდეხელს და მთელ საქართველოს ასეთი ვაჟკაცის დაკარგვა“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, ზაქარია შუბითიძე დონეცკის ოლქში იბრძოდა. ის მასობრივი საარტილერიო იერიშის დროს მძიმედ დაიჭრა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 48 ქართველი ემსხვერპლა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო