მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სოციალური დანამატის პაკეტი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე 15 472-მა ადამიანმა მიიღო

მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში, სოციალური დანამატის პაკეტი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე 15 472-მა ადამიანმა მიიღო.

სოციალური დანამატის სახით, მათზე 620 498 ლარი გაიცა.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივ მცხოვრები სტატუსის დანამატის მიმღებთა შორის 9 615 - კაცი და 5 857 ქალია.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივ მცხოვრების სტატუსის მქონე სოციალური პაკეტის დანამატი ყველაზე მეტ ადამიანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქვს მიღებული. მათი საერთო რაოდენობა 4 244 პირს შეადგენს, რომელთაგან 2 225 მამაკაცი და 2019 ქალია. მათზე სოციალური დანამატის სახით ჯამშში 176 745 ლარი გაიცა.

აჭარის შემდეგ, დანამატის გაცემის ხშირი შემთხვევა სამცხე -ჯავახეთზე მოდის, აქ მას 3693 პირი იღებს, სოციალური დანამატი კი ჯამში 150 417 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივ მცხოვრები სტატუსის მქონე სოციალური პაკეტის დანამატის მიმღებ პირთა რაოდენობა გურიაში -44 -ს შეადგენს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1430-ს, კახეთში -554-ს, იმერეთში -1256-ს, მცხეთა- მთიანეთში - 1013-ს, სამეგრელო- ზემო სვანეთში - 398-ს, ქვემო ქართლში -1521-ს, შიდა ქართლში კი - 1310-ს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო