წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

ბოლო 8 თვეში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

„2023 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების (მათ შორის, ანგარებით გავრცელების) ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 24 პირის მიმართ, რომელთაგან 14 პირი დააკავეს“, - აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ გამოყენებული იქნა განრიდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო