„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ანაკლიის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ანაკლიის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს, - ინფორმაციას „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს 07:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალკახათი, კახათი, განმუხური, ანაკლია, დიდინეძის კახათი, დარჩელი, კოკი, ხურჩა, დავითიანი, ოქტომბერი, ორსანტია.

„ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის