25 სექტემბერი მიუსაფარი ცხოველების მფარველთა დღედ გამოცხადდა

25 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტმა“ მიუსაფარი ცხოველების მფარველთა დღე დააწესეს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, დაიგეგმა სოფლის ბიბლიოთეკებში მიუსაფარ ცხოველთა შესახებ საინფორმაციო კუთხეების მოწყობა.

„დავაჯილდოვეთ წლის გამორჩეული მფარველი ადამიანები და კომპანიები, დაიგეგმა სოფლის ბიბლიოთეკებში მიუსაფარ ცხოველთა შესახებ საინფორმაციო კუთხეების მოწყობა. ეროვნულ ბიბლიოთეკას ერთი ძაღლი - „ბიბი“ ჰყავს შეფარებული, მე - ორი - „ცუგი“ და „კუსა“. თუმცა ხან იქით, მათთან ვეძებ თავშესაფარს - ერთმანეთის შემფარებლები უფრო გამოვდივართ. ხოლო მათ, ვინც ყალბად ამოიკვნესებს, რა დროს ძაღლებია, ადამიანები გავიწყდებათო, მინდა ვუთხრა, რომ ის, ვინც ოთხფეხებს უწვდის ხელს, არასდროს იზარებს ადამიანის დახმარებას და პირიქით - ვინც ადამიანის გასაჭირს ცნობს, ძაღლისასაც იოლად გაიგებს”, - ამბობს გიორგი კეკელიძე.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში