პაატა მანჯგალაძე - რუსი ჯაშუშები არიან ყველგან და მართავენ ქვეყანას - ეროვნულ ბანკს ათასი ჯიშის ტურა და „ოდეერი“ შეუსიეს

რუსი ჯაშუშები არიან ყველგან და მართავენ ქვეყანას - ეროვნულ ბანკს ათასი ჯიშის ტურა და „ოდეერი“ შეუსიეს, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გიორგი ფერაძის, ხოლო უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილის დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას.

მანჯგალაძის თქმით, აღნიშნული პირები ეროვნულ ბანკში ადამიანებზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან.

„რუსი ჯაშუშები არიან ყველგან, ისინი მართავენ ქვეყანას, შედიან ეროვნულ ბანკში, როგორც ჩანს რუსი ჯაშუშები არიან დაკავშირებული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც, შეიძლება აშანტაჟებენ კიდეც პრეზიდენტს, ამაზეც უნდა ვიფიქროთ და შესაძლოა ამიტომ არ უწყვეტს მოქალაქეობას, რომ აშანტაჟებენ რუსი ჯაშუშები, „ქართული ოცნება". იცით, რომ ეროვნულ ბანკში თანამდებობები ღირსეულმა ადამიანებმა დატოვეს, ეს საგანგაშო სიგნალი იყო რუსი ჯაშუშებისთვის, რომ თურმე ყოფილა სისტემა, რომელიც არ კონტროლდება მათ მიერ და შეუსიეს ახლა ათასი ჯიშის ტურა - „ოდეერი“, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებებზე. ეს ნიშნავს, რომ დაემუქრებიან ადამიანებს, დააშანტაჟებენ და მოსყიდვას შეეცდებიან”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო