საქპატენტი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად კონკურსს აცხადებს

საქპატენტი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად კონკურსს აცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წარმატებით დასრულდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული რეფორმის პირველი ეტაპი და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილები, რის საფუძველზეც, საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, ევრო პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების გათვალისწინებით, ახლებურად დარეგულირდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

რეფორმის განხორციელების აუცილებლობა განპირობებული იყო საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში არსებული არაერთი გამოწვევით, რაშიც იგულისხმება როგორც კანონმდებლობაში არსებული დაურეგულირებელი საკითხები, ასევე ხარვეზები კოლექტიური მართვის ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან, მათ შორის, ჰონორარების შეგროვებასა და განაწილების პროცესთან დაკავშირებით.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ სისტემატურად ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოში ავტორთა ქონებრივი უფლებების სფეროში შესაძლო დარღვევების შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებო იყო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით განხორციელებული აღნიშნული საკითხის რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგები, რომლებიც მიუთითებდნენ ავტორთა ქონებრივი უფლებების მმართველი ორგანიზაციების მხრიდან სავარაუდო გადაცდომების შესახებ, განსაკუთრებით კი ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების პროცესში გაუმჭვირვალობის, თუ სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, რეფორმას ასევე წინ უძღოდა საქპატენტის მიერ საავტორო უფლებათა ასოციაციის 2021-2022 წლებში განხორციელებული საქმიანობის აუდიტორული შემოწმებისათვის მომსახურების შესყიდვა. აუდიტის ანგარიშის თანახმად, ასოციაციის საქმიანობაში გამოვლინდა არაერთი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით რეფორმის განხორციელების საჭიროება.

ზემოაღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP), ამერიკის შეერთებული შტატების პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტოსთან (USPTO) და, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) ერთად განხორციელდა მუშაობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე. აღნიშნული მიზნით, გაიმართა არაერთი შეხვედრა და საჯარო განხილვა დაინტერესებული მხარეების ჩართულებით, რის საფუძველზეც, საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 3 ივლისს მიიღო „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც, სხვა საკითხებთან ერთად, დადგინდა, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაციას საქმიანობის განსახორციელებლად ესაჭიროება აკრედიტაციის გავლა.

როგორც აღინიშნა, რეფორმის პირველი ეტაპი განხორციელდა წარმატებით, შესაბამისად, საქპატენტი გადადის ახალ ეტაპზე და, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად. აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყება 2023 წლის 26 სექტემბერს და დასრულდება 2023 წლის 26 ნოემბერს, 18:00 საათზე.

აკრედიტაციის კონკურსის განაცხადის ფორმასთან და სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქპატენტს ტელეფონის ნომერზე: (+995) 577 62 30 64“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის