უსაფრთხო აბორტი მნიშვნელოვანია, რადგან დედის სიკვდილობის 1/4 განპირობებულია არაუსაფრთხო აბორტებით, - ამის შესახებ საქართველოს მეანგინეკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, თენგიზ ასათიანმა განაცხადა.
უფრო კონკრეტულად, როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში, დაახლოებით, 47 ათასი ქალი არაუსაფრთხო აბორტით იღუპება.
„სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის ერთ-ერთი საკითხია უსაფრთხო ორსულობის შეწყვეტა, რომელიც ყველა ქვეყანაში სხვადასხვა კანონით რეგულირდება. უსაფრთხო აბორტი მნიშვნელოვანია, რადგან დედის სიკვდილობის 1/4 განპირობებულია არაუსაფრთხო აბორტებით, მსოფლიოში, დაახლოებით, 47 ათასი ქალი იღუპება არაუსაფრთხო აბორტით. ამ თვალსაზრისით, ვცდილობთ, ყველა ქვეყანას ჰქონდეს ერთიანი მიდგომა ამ უსაფრთხო აბორტის მიმართულებით. ეს დღეს შესაძლებელია როგორც ტელემედიცინით, ისე სახლში მიცემული მედიკამენტებით. „კოვიდმა“ ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარების კუთხით”, - აღნიშნა ასათიანმა.