„ჯივიპი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე მეორე ეტაპის სამუშაოებს ატარებს

„ჯივიპი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე მეორე ეტაპის სამუშაოებს ატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში „ჯივიპი“ 15.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელს სრულად აახლებს, რაშიც კომპანია 21 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

როგორც ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ განმარტა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია „ჯივიპის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.

„მასშტაბური რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად განახლდება 4,5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და 2 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა. პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, სამუშაოებს რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად ვატარებთ. ამ ეტაპზე „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები ცაბაძის ქუჩიდან ფიფიას ქუჩამდე, პარალელურად ოთხ მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობენ“, - აღნიშნა ზურაბ ალფაიძემ.

მათივე ცნობით, „ჯივიპიმ“ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში უკვე გაახლა 6.5 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. რეაბილიტაციის შედეგად, დიდუბის რაიონში წერეთლის გამზირისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს