„სილქ რიალ ისთეითმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით გამოუშვა

„სილქ რიალ ისთეითმა“, „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების მართვის წამყვანმა კომპანიამ საქართველოში და ქვეყნის ერთ-ერთმა ლიდერმა სტუმართმასპინძლობის ბიზნესში, „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით, საფონდო ბირჟაზე 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების მეორე ტრანში - 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ობლიგაციების ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.25%-ს შეადგენს - ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული სახსრები გამოყენებული იქნება არსებული ვალდებულებების დასაფარად.

„კომპანიამ ამავე 2023 წლის აპრილში, დაგეგმილი ჯამური 40 მილიონი აშშ დოლარის პირველი ემისიის ფარგლებში, წარმატებით გამოუშვა და განათავსა 20 მილიონი აშშ დოლარი წლიური ფიქსირებული 9.00%-იანი კუპონით, რომელსაც წინამდებარე შეთავაზების იდენტური პირობები ჰქონდა. აღნიშნული შეთავაზება საკმაოდ მაღალი დაინტერესებით გამოირჩეოდა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან.

ობლიგაციები „სილქ რიალ ისთეითის“ უკვე მეორე განთავსებაა 2023 წელს, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაიშვა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზაციის უწყვეტი წარმატების დასტურია.

აღნიშნული ობლიგაციების ემისია „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალის“, „სილქ ბანკისა“ და „სილქ რიალ ისთეითის“ მეორე ერთობლივი განთავსებაა.

„გვიხარია, რომ წარმატებით განვათავსეთ “სილქ რიალ ისთეითის” ობლიგაციების მეორე ტრანში, რაც ჩვენი პარტნიორების და “სილქ როუდ ჯგუფის” ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. “სილქ რიალ ისთეითის” პროექტები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით და თანამედროვე არქიტექტურით გამოირჩევა. ჩვენი პროექტების დიზაინერებად მსოფლიოში განთქმულ ინოვატორ არქიტექტორებს ვიწვევთ. მინდა სიამოვნებით გამცნოთ, რომ ჩვენს ერთ-ერთ მიმდინარე პროექტზე ცნობილი იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა მუშაობს. დარწმუნებული ვარ, რომ განხორციელდება კიდევ ერთი მაღალი ხარისხის პროექტი, რომლითაც ყველა ვიამაყებთ“,- განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა.

„საფონდო ბირჯაზე წარმატებით განთავსდა „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების მეორე ტრანში. ორივე ტრანშმა, წელს, ჯამურად 40 მილიონი დოლარი შეადგინა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა შეთავაზებამ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ეს მათი მხრიდან გამოცხადებული მაღალი ნდობის დასტურია, ხოლო შედეგი, რა თქმა უნდა, პროცესში ჩართული ყველა მხარის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. ნამდვილად აღსანიშნავია ამ საქმეში ჩართული გუნდების თავდაუზოგავი შრომა წარმატების მისაღწევად. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და მივულოცო“,- განაცხადა „სილქ რიალ ისთეითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა შურღაიმ.

"მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ მნიშვნელოვანი როლი „სილქ როუდ რიალ ისთეითის" ობლიგაციების უკვე მეორე ტრანშის განთავსებაში. „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალის“, „სილქ ბანკისა“ და „სილქ როუდ რიალ ისთეითის" ერთობლივი ტრანზაქცია საკმაოდ წარმატებულია და მინდა ყველა ჩართულ მხარეს მივულოცო ეს ფაქტი, მათ შორის „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. სწორედ ასეთი თანამშრომლობები გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ მიმზიდველი და სტაბილური ფინანსური გარემო, რითიც აიხსნება კიდეც ინვესტორების მხრიდან ასეთი მაღალი ინტერესი“, - განაცახდა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ.

„მოხარული ვართ, რომ „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების გამოშვების მხარდამჭერები ვართ და პირველი ტრანშის მსგავსად, მეორე ტრანშიც წარმატებით განთავსდა. შედეგად, კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყეთ ხელი. სილქ როუდ ჯგუფისა და თიბისის პარტნიორობა 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ, უძრავი ქონების მიმართულებით, არაერთი მაღალი სტანდარტის პროექტი განვახორციელეთ ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში თიბისი კაპიტალი აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“,- განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ.

„მოხარულნი ვართ, რომ ზედიზედ მეორედ „გალტ & თაგარტთან“ და „თიბისი კაპიტალთან“ ერთად შევიტანეთ წვლილი „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. „სილქ რიალ ესთეიტის“ მიერ, მეორე ტრანშის წარმატებული განთავსება კიდევ ერთი დასტურია ინვესტორთა მხრიდან მაღალი ნდობისა როგორც კომპანიისა, ასევე მთლიანობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ მიმართ. „სილქ ბანკი“ და „სილქ რიალ ისთეითი“ ერთი ჯგუფის წევრები არიან და ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი ბანკის მომხმარებლებმა კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში თავისი პირველი ინვესტიციები სწორედ „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების შეძენის გზით განახორციელეს“,- განაცხადა „სილქ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.

„სილქ რიალ ისთეითი“, „სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი უძრავი ქონების მმართველი კომპანიაა, რომელიც ძირითადი საქმიანობით ჰოლდინგური საწარმოა. კომპანიის უძრავი ქონებისა და სტუმართმასპინძლობის ბიზნესის მართვა ორი მიმართულებთ ხდება: Silk Development ავითარებს უძრავი ქონების ახალ პროექტებს, ხოლო Silk Hospitality მართავს კომპანიის უკვე განვითარებულ ბიზნესებს.

„სილქ რიალ ისთეითი“ ფლობს და წარმატებით მართავს „რადისონის“ ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში, ასევე წინანდალში სასტუმრო „პარკ ჰოტელს“, მრავალფუნქციურ კომპლექსს „რესპუბლიკას“ თბილისში, საკონფერენციო და გასართობ სივრცეებს: „ივერია ბიჩ კლუბი“ ბათუმში, ღამის კლუბი „Noble Savage“, კაფე „ივერია“ თბილისში.

კომპანიამ ახლახანს დაასრულა უნიკალური ადგილმდებარეობისა და კონცეფციის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი აჭარაში „ბოტანიკო“ მწვანე კონცხზე. ეს Silk Real Estate-ის პორტფელში პირველი საცხოვრებელი პროექტია რომელზეც კომპანიამ იმუშავა.

მიმდინარე პროექტებს შორისაა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეგრაფი“ თბილისის ცენტრში, ყოფილი ფოსტის შენობაში, რომლის დიზაინი ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექრუტულ კომპანიას Neri&Hu.

„სილქ რიალ ისთეითის“ უძრავი ქონების პროექტები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით გამოირჩევა. კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივები დაახლოებით 900 მილიონ ლარად არის შეფასებული.

2005 წლიდან დღემდე, „სილქ როუდ ჯგუფს“, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული აქვს ერთ მილიარდ აშშ დოლარამდე. ჯგუფის ინვესტიციები ასევე მოიცავს სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტს“, ბახვის ელექტროჰესს და „სილქ ბანკს“.

„სილქ რიალ ისთეითის“ შესახებ - დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.sre.ge.

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ: სს „გალტ & თაგარტი“ „საქართველოს ბანკის“ ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge.

შპს „თიბისი კაპიტალის“ შესახებ: „თიბისი ბანკის“ შვილობილი – „თიბისი კაპიტალი“, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას უზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tbccapital.ge.

სს „სილქ ბანკის“ შესახებ: „სილქ ბანკის“ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, კომპანიას აძლევს საშუალებას, რომ ბანკის თითოეულ მომხმარებელს შესთავაზოს განსაკუთრებული მომსახურება. მიმდინარე წლიდან ბანკის შეთავაზებებს დაემატა საბროკერო მომსახურებაც. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.silkbank.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024