აშშ-ში, ბრუკლინში 43 წლის ქართველი მამაკაცი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი საკუთარ სახლთან მომხდარი ჩხუბის დროს 9 სექტემბერს დაჭრეს და მიღებული ჭრილობების შედეგად 2 კვირის შემდეგ, 23 სექტემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე ყულოშვილის მეზობელი, 43 წლის გიორგი ხაჯალია დააკავეს, რომელსაც ბრალი მკვლელობისთვის წაუყენეს.