დავით კირკიტაძე - მივესალმებით გახარიას პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას

მივესალმებით გახარიას პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებული იყო, იმის მაგივრად, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხი გაეცა, უფრო მეტი ბუნდოვანება შემოიტანა.

„თქვენ ყველამ ნახეთ წინა კვირაში მინისტრი, რომელიც ინტერპელაციით იყო დაბარებული. შეკითხვებზე მისმა პასუხებმა უფრო მეტი ბუნდოვანება დატოვა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვიდრე სიცხადე შემოიტანა. თქვენ ნახეთ, რომ შს მინისტრი და მთელი მმართველი უმრავლესობა დაიხარჯა შსს-ს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხოტბაში და ქებაში, რომლებმაც თითქოს ეფექტურად იმოქმედეს როგორც კრიზისის თავიდან არიდების პროცესში, ასევე თვითონ კრიზისის შემდგომ პერიოდში, ეს ასე ნამდვილად არ იყო. არის მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ძირეული გამოკვლევა და ანალიზის დადება სჭირდება, ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან ნამდვილად არ მოხსნილა და გახარიას პოლიტიკური ჯგუფისგან ამ პოზიციას მივესალმებით“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა