პროფესიული უნარების სააგენტოსა და IFES-ის თანამშრომლობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვის, ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

პროფესიული უნარების სააგენტოსა და IFES (საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი) თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „სამოქალაქო განათლების თანამედროვე სწავლების მეთოდები“ (ელექტრონული აპლიკაციების ეფექტიანი გამოყენება). ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგი ორ ლოკაციაზე, აღმოსავლეთ საქართველოში - თბილისში, ხოლო დასავლეთ საქართველოში - ბათუმში ჩატარდა.

„ტრენინგის შემდგომ მონაწილეები შეძენილი ცოდნის რეპლიკაციას ონლაინ ფორმატით განაგრძობენ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლების დარგობრივი ქსელის სხვა წევრებთან.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან დღემდე, აქტიურად მიმდინარეობს ქოუჩინგისა და ფასილიტაციის გზით პროფესიულ მასწავლებელთა მხარდაჭერა. აღნიშნული პრაქტიკის განვითარების მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტოსა და IFES (საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი) - თან თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების მოდულის მასწავლებელთა დარგობრივი ქსელი ინიცირდა, რომლის მიზანია სწავლა-სწავლების მხარდაჭერა და მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობის განვითარება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება