„არემჯის“ ერთთვიანი პრაქტიკული პროგრამა სტუდენტების მე-5 ნაკადმა წარმატებით გაიარა

„არემჯის“ ერთთვიანი პრაქტიკული პროგრამა სტუდენტების მე-5 ნაკადმა წარმატებით გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში თავიანთი პროფესიებისა და ინტერესის შესაბამისად გადანაწილებულები იყვნენ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: გეოლოგია, ბურღვის ტექნოლოგიები, წიაღისეულის გადამუშავება, მარკშეიდერია, გეოტექნიკა და სამთო ტექნოლოგიები.

გავრცელებული ინფორმაციით, „საზაფხულო სკოლა“ არემჯის ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაბა კაზრეთში, კომპანიის საწარმოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

„უკვე მეხუთე წელია ვახორციელებთ სტუდენტურ პროექტს სახელად „საზაფხულო სკოლა“. 2023 წელს მასში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 18 სტუდენტმა მიიღო. მათ გაიარეს ერთთვიანი საწარმოო პრაქტიკა და ჩართულები იყვნენ კომპანიის სამუშაოებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდების მომავალი პროფესიის შერჩევისა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საკადრო საკითხებში, გიორგი ჩხეიძემ.

„არემჯის“ ცნობით, აღნიშნული პროგრამა სტუდენტების ცოდნის გაფართოებას ემსახურება და საშუალებას აძლევს მათ საწარმოში ყოფნისას, რეალურ მოცემულობაში გამოიყენონ ის თეორიული ცოდნა, რომელიც უნივერსიტეტში მიიღეს.

„ამ პროგრამამ მე, როგორც სტუდენტი, ნამდვილად განმავითარა ამ სფეროში, დამანახა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები; ის, თუ რის სწავლას უნდა მივაქციო უფრო მეტი ყურადღება და რას უნდა დავუთმო მეტი დრო; ამასთან, ტექნიკასთან შეხებამ მომცა დიდი გამოცდილება, ვინაიდან ამ კუთხით მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი.“ - აცხადებს საზაფხულო სკოლა 2023-ის მონაწილე, ცოტნე სელიმაშვილი.

პროგრამის დასასრულს, სტუდენტებმა თავიანთი გამოცდილება „არემჯის“ ხელმძღვანელებსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შემაჯამებელი პრეზენტაციების სახით გაუზიარეს.

ღონისძიების მეორე ნაწილში სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, ინტერესისა და პროექტში ჩართულობისთვის კი, ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

5 წლის განმავლობაში, საზაფხულო სკოლის პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 120-მდე სტუდენტმა გაიარა, მათგან 24 კი უკვე კომპანიის გუნდის წევრია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო