„გამარჯვების პლატფორმამ“ პენსიონერების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

„გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პენსიონერების საინიციატივო ჯგუფთან პარლამენტში შეხვედრა გამართეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ცნობით, შეხვედრის მთავარ საკითხს 350 000- მდე პენსიონერისთვის საპენსიო სესხის გაუქმება და საპენსიო ასაკის დაწევა წარმოადგენდა.

„გამარჯვების პლატფორმის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ ამ თემების გარშემო 30 სექტემბერს „პენსიონერთა პირველი ფორუმი“ გაიმართება, სადაც მიღებული გადაწყვეტილებები მოქალაქეებს საჯაროდ ეცნობება:

„შაბათს, 11:00 საათზე, გაიმართება პირველი პენსიონერთა ფორუმი, სადაც იქნება კონკრეტული საკითხები დაყენებული, რომელიც პენსიონერებს აწუხებს. ეს მოთხოვნები ეხება საპენსიო სესხს, ჩამოიწეროს. ამის რესურსი ბიუჯეტში არის. ასევე, მეორე მამაკაცებისთვის დაიწიოს საპენსიო ასაკმა“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება